ჯეო-მედი გთავაზობთ ექიმ-გასტროენტეროლოგის ბინაზე გამოძახებისა და ონლაინ კონსულტაციის სერვისს.
ეს იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც აწუხებს კუჭ-ნაწლავის მწვავე თუ ქრონიკული პრობლემები და სურს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება სახლიდან გაუსვლელად, ზედმეტი რიგებისა და გადაადგილების დისკომფორტის გარეშე.
ჩვენი სპეციალისტი დაგეხმარებათ სიმპტომების სწრაფად შემსუბუქებაში, პირველად დიაგნოსტიკასა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევაში.
როდის არის საჭირო გასტროენტეროლოგის კონსულტაცია?
გასტროენტეროლოგის ჩართულობა აუცილებელია, როდესაც საქმე ეხება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის მწვავე ან ქრონიკულ დარღვევებს, როგორებიცაა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული სიმპტომები:
ხშირი ან მუდმივი გულძმარვა და რეფლუქსი;
მუცლის ხშირი, პერიოდული ან მუდმივი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ ტკივილი დაკავშირებულია საკვების მიღებასთან ან კუჭის მოქმედებასთან.
გახანგრძლივებული გულისრევის შეგრძნება, ღებინება ან უმადობა.
ნაწლავური მოქმედების ქრონიკული დარღვევები:
ქრონიკული დიარეა (ფაღარათი) ან ყაბზობა (შეკრულობა): თუ პრობლემა გრძელდება 2-3 კვირაზე მეტხანს ან პერიოდულად ენაცვლება ერთმანეთს.
მუცლის შებერილობა და გაზების ჭარბი დაგროვება: მუდმივი დისკომფორტი, რომელიც ხელს უშლის პაციენტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სისხლდენა საჭმლის მომნელებელი სისტემიდან:
ანემია (სისხლისნაკლებობა), რომლის მიზეზიც დადგენილი არ არის (ხშირად გამოწვეულია ფარული სისხლდენით კუჭ-ნაწლავიდან).
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები
მწვავე/ქრონიკული გასტრიტი და დუოდენიტი: ბინაზე შესაძლებელია კლინიკური სიმპტომების მართვა, მწვავე ტკივილისა და გულძმარვის კუპირება და პირველადი დამცავი თერაპიის დაწყება.
წყლულოვანი დაავადება (გართულებების გარეშე): ბინაზე შესაძლებელია სავარაუდო დიაგნოზის დასმა სიმპტომების მიხედვით, პირველადი მკურნალობის დანიშვნა და სისხლდენის რისკის შეფასება.
Helicobacter pylori (ჰელიკობაქტერია): ინფექციის დიაგნოსტიკა და სპეციფიკური თერაპიის შერჩევა.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები გაურკვეველი გენეზის სიყვითლე:
კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება, შარდის გამუქება.
ღვიძლის ფერმენტების მატება სისხლში: რაც შემთხვევით ვლინდება ხოლმე სტანდარტული ანალიზებისას.
ღვიძლის გაცხიმოვნება (სტეატოზი), ციროზი და სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტები.
ნაღვლკენჭოვანი დაავადება და ქოლეცისტიტი:
ნაღვლის ბუშტის ანთება ან კენჭები;
პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაავადებები
ქრონიკული პანკრეატიტი: პანკრეასის ანთება, რომელიც ხშირად ვლინდება სარტყლისებრი (ზურგში გადამცემი) ძლიერი ტკივილით მუცლის ზედა ნაწილში.
ფერმენტული უკმარისობა: საკვების მონელების დარღვევა პანკრეასის ფუნქციის დაქვეითების გამო.
ნაწლავის ქრონიკული ანთებითი და ფუნქციური დაავადებები:
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS): ფუნქციური დარღვევა, რომელიც ვლინდება ტკივილითა და კუჭის მოქმედების ცვალებადობით სტრესის ან კვების ფონზე.
ნაწლავის ანთებითი დაავადებები (IBD): კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი (UC).
ცელიაკია და სხვა გლუტენური ან საკვებისმიერი აუტანლობა: მალაბსორბციის (ნივთიერებების შეწოვის დარღვევის) სინდრომი.
სერვისის დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 24 საათის განმავლობაში:
+032 2 111 500
ჯეო მედი - გამოიძახეთ კლინიკა სახლში
გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის, ფსიქოთერაპევტის სახლში ვიზიტი საუკეთესო ან ერთადერთი გამოს...
მეტის წაკითხვა
ინფექციური დაავადებების მართვა მოითხოვს სიზუსტესა და განსაკუთრებულ ყურადღებას. ჯეო მედი გთავ...
მეტის წაკითხვა+(995) 032 2 111 500
თბილისი, ი. პეტრიწის ქუჩა #2